სიახლეები

შეხვედრა სომხური ეკლესიის წარმომადგენლობასთან

2023 წლის 23 აგვისტოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ესტუმრა სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და შეხვდა მის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს. რექტორი სომხური ეკლესიის წარმომადგენელს ესაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ, გააცნო იდეა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა აშოტ სმბატიანმა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობისა და ურთიერთობების გაძლიერების შესახებ. გამოითქვა სურვილი შემდგომი თანამშრომლობისა.

ფოტო გალერეა