2026 წლის მაისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ჟან
მონე მოდულის EUPEACE კოორდინატორმა, პროფესორმა
ლარისა თაკალანძემ მიიღო ჯილდო და მადლობის წერილი ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა
და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოდან (EACEA).
ამასთან აღსანიშნავია,
რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟან მონეს აქტივობების მიმართულებით უკვე წარმატებით
განახორციელა ჟან მონეს მოდული “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (CSREU, 2022-2025). EACEA ულოცავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
და უსურვებს მას შემდგომ წარმატებებს აღნიშნული მიმართულებით.
