სიახლეები

2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

2022 წლის 26 დეკემბერს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის მენეჯერი ლარისა თაკალანძე (ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი) და პროექტის ფინანსური დირექტორი ნინო თოფურიძე (სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) შეხვდნენ უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ პერსონალს: პროგრამის თანახელმძღვანელ პროფესორ დავით ჯალაღონიას (სსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი), ასოცირებულ პროფესორ ირმა დიხამინჯიას (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი), ასოცირებულ პროფესორ მარინე ხუბუას (უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი), ასოცირებულ პროფესორ ნინო ქეცბაიას (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი) და ასისტენტ პროფესორ ელისო ლანჩავას. პროექტის მენეჯერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება № 05/01-99 „სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმად ახალი სასწავლო კურსი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ (3 ECTS – 50 სააუდიტორიო/საკონტაქტო სთ), წინაპირობის გარეშე, ჩაირთვება სავალდებულო საგნად  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში თავისუფალი კომპონენტების ხარჯზე https://www.sou.edu.ge/content/9/40/117/0/0  

      შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა.

ფოტო გალერეა