სიახლეები

The Georgian Paradigm of Peace (მშვიდობის ქართული პარადიგმა) – მოკლე მიმოხილვა

პროფესორ ზურაბ ხონელიძის „The Georgian Paradigm of Peace“ უკვე თორმეტ ენაზეა ნათარგმნი, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაშრომს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. წიგნი ეხება საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემასმშვიდობის შენარჩუნებასა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ბატონი ზურაბ ხონელიძე ამბობს, რომ თანამედროვე გლობალური სისტემა არის მშვიდობის მდგრადი საფუძვლების გარეშე და არის მერყევი, საქართველო ამ რეალობაში პოლიტიკური პოლარიზაციისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე ცდილობს მშვიდობისკენ გზის გაკვლევას.

მისი ხედვით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეთნიკური კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია გლობალური ძალების ჩართულობის გარეშე. ამასთან, საქართველოს რეგიონში განსაკუთრებული როლი ეკისრება, როგორც ისტორიულ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და როგორც აუცილებელ ფაქტორს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

ბატონი ზურაბი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალგაზრდების როლს, რომლებიც ქვეყნის გაერთიანებისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის ყველაზე ჯანსაღ ნაწილად მოიაზრებიან.

„The Georgian Paradigm of Peace“ არა მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომია, არამედ მოქმედებისკენ მოწოდება: მშვიდობა უნდა იყოს აქტიური არჩევანი, რომელიც მოითხოვს ერთობას, გამბედაობას და გამჭრიახობას.

აღნიშნული მიმოხილვა გამოქვეყნდა Georgia Today-ში, სადაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორმა ნუგზარ რუხაძემ წარმოადგინა სტატია თემაზე: „The Georgian Paradigm of Peace“.

სტატია იხ. ლინკზე https://georgiatoday.ge/the-georgian-paradigm-of-peace/

ფოტო გალერეა