სიახლეები

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის  მესამე  ეროვნული  შეხვედრა თელავში

2021 წლის 15-16 ნოემბერს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის გუნდის ინიციატივით ევროკავშირის Erasmus + პროექტის DITECH-ის ეროვნული კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტები  და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ­ნუ­ლი ცენტრი.

კონფერენცია გახსნა პროექტის ნაციონალურმა კოორდინატორმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა.  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის  პრორექტორი, პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი. ორი სამუშაო დღის მანძილზე  ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მომზადდა საფუძველი პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებისთვის. პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერებმა ისაუბრეს ნაციონალურ დონეზე პროექტის მონიტორინგის შედეგების შესახებ, პრეზენტაციების სახით წარმოდგენილი იქნა საბაკალავრო და სამაგისტრო ონლაინ სასწავლო კურსისებისთვის რიდერის მასალები, ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის,  საინფორმაციო ბიულეტენის მომზადების, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის განხორციელებული და დაგეგმილი  სამუშაოების შესახებ.  პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა  მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტნიორებთან  და ისაუბრა უნივერსიტეტების მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკისა და სხვა განსა­ხო­რციელებელი ფინანსური აქტივობების  შესახებ.

ორი დღის მანძილზე, DITECH-ის პროექტის მესამე ნაციონალური კონფერენცია  დატვირთული სამუშაო  გეგმის მიხედვით, დისკუსიისა და თითოეულ საკითხზე კოლეგიალური მსჯელობის ფორმატში წარიმართა.  კონფერენციის ბოლო სხდომაზე დაიგეგმა პროექტის ფარგლებში  განსახორციელებელი მომდევნო აქტივობები, სახელმძღვანელო რიდერების სრული ვერსიის შემუშავება, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის სამომავლო გეგმები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  ნაციონალური შეხვედრის მუშაობაში  ფი­ზი­კურად მონაწი­ლეო­ბ­დნენ პროექტის წევრები: ასოც. პროფ.  ლია ახალაძე, ასისტენტი ლე­ვან კვარაცხელია და დოქტორანტი ნინო წულაია, ონლაინ ჩართული იყო ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი.

 იხილეთ პროგრამა აქ.

ფოტო გალერეა