სიახლეები

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის  სანიმუშო სასწავლო რესურსების გამოფენა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2020 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის და აშშ-ს სამმხრივი კვლევების ინსტიტუტის RTI International-ის   პარტნიორი უნივერსიტეტია.  მათი  მხარდაჭერით, სსუ-ს გუნდი  მცხეთა-მთიანეთის მხარის 82 საჯარო სკოლაში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მიერ დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს. ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვის, საკლასო დაკვირვება ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, შექმნა იდეატორთა და მკითხველთა კლუბები 10 საჯარო სკოლაში, შექმნა, ან თარგმნა  ახალი  სასწავლო რესურსები და ა. შ.  

2023 წლის 14 ივლისს იმავე პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში რეგიონის მასწავლებელთა სანიმუშო სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა.    გამოფენაში მონაწი­ლეო­ბდა  მცხეთა - მთიანეთის 26 საჯარო სკოლის 52 მასწავლებელი და 36 სკოლის დირე­ქ­ტო­რი. გამოფენას მონიტორინგს უწევდა USAID - ის საბაზისო განათლებისა და RTI International- ის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი  ქალბატონი ნენსი პარკსი, პროგრამის წევრები ქალბატონები მანანა რატიანი,  ანი აბულაძე და ეკატერინე კაპანაძე.

გამოფენა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ,   რომელმაც მადლობა გადაუხადა  USAID - ის საბაზისო განათლების პროგრა­მი­სა და  RTI International- ის საერთა­შო­რისო მისიის ხელმძღვანელს ქალბატონ ნენსი პარკსს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და უნივერსიტეტთან  ნაყოფიერი თანამშ­რომლობისთვის. პროექტის მნიშვნელობაზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის საქმიანობასა და მიღწევებზე  ისაუბრა მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნენსი პარკსმა, პროგრამების ხელმძღვანელმა მანანა რატიანმა, პროექტის უნივერსიტეტებთან კოორდინატორმა ანუ აბულაძემ.

პროექტში სსუ-ს გუნდის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა პროექტის მენეჯრმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასოც. პროფ. ლია ახალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობისთვის გუნდის წევრებსა და ტრენერებს: განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილს, პროფესორებს თეი­მუ­რაზ ორმოცაძესა და ელისაბედ გარაყანიძეს, სსუ-ს ასისტენტს ლევან კვარაცხელიას,  მეცნიერებათა დოქტორებს: მანანა ბოჭორიშვილს და  მაია ფირჩხაძეს, სსუ-ს დოქტორანტს და მასწავლებელს გიორგი ლორიას, სკოლის დირექტორს ირმა ტატიშვილს, მასწავლებლებს: ინგა ხალიბეგაშვილს და მარიამ კვაჭაძეს.

           სსუ-ს გუნდის ტრენერების მიერ წინასწარ იქნა შერჩეული სანიმუშო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოფენა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა.  შეიქმნა სამი ტიპის რესურსი: სასწავლო ვიდეო რესურსები,  ხელნაკეთი სანი­მუ­შო რესურსები და პრაქტიკული ხასიათის  სტატიები, რომლებიც ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge - ზე გამოქვეყნდა.  მეორე ჯგუფის რესურსებზე მუშაობა მთელი სამუშაო წლის მანძილზე მიზანმი­მა­რ­თულად მიმდი­ნა­რეობდა. ძირითადი აქცენტები გუნდის მიერ ტრენინგებსა და საკლასო დაკვირვების დროს სასწავლო მასალებში გამოყენებულ რესურსებზე გაკეთდა. შეიქმნა თითოეული რესურსის ანოტაცია, რომელშიც აღწერილია რესურსის ტიპი, ინოვაცია და პრა­ქ­ტი­კაში გამოყენების შესაძლებლობები.

           საგულისხმოა, რომ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სამუშაო გეგმის მიხედვით, უნივერსიტეტს უნდა ჩაეტარებინა მასწავლე­ბე­ლთა მიერ მომზადებული 5 სანიმუშო რესურსის გამოფენა. მიუხედავად ამისა, რადგან რე­გი­ო­ნის მასწავ­ლებ­ელთა სოლიდურმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო  გამოფენაში, გუნდმა გადა­წ­ვი­ტა, ყველა მსურველისთვის მიეცა შესაძლებლობა და შემდეგ აერჩია მათგან საუ­კე­თესო.

  მი­უ­ხედავად ამისა, დასკვნით ღონისძიებაზე, სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონე­ლი­ძემ  და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა გამოფენის მონაწილე 26 სკოლის 52 მასწავლებელს სპეციალური სერ­ტი­ფი­კატები გადასცეს.

იმავე დღეს, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სსუ-ს გუნდის ინიციატივით,  უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობისთვის მცხეთა-მთიანეთის მხარის 80 სა­ჯა­რო სკოლის დირექტორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექტორებმა და მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ეფექტური და სასარგებლო  აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის.

 

 

ლია ახალაძე

ასოცირებული პროფესორი,

სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ფოტო გალერეა