სიახლეები

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის I ეტაპი  სსუ-ს გუნდმა წარმატებით დაასრულა

 

2020 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა (USAID Basic Education Program), რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად  4 წლის მანძილზე  განახორციელებს აქტივობებს ზოგადსა­გა­ნმ­ა­ნა­თ­ლებლო სისტემაში. პროგრამა დაფინანსებულია USAID-ის მიერ და საქართველოში მას  სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი - RTI International ახორციელებს.  სო­ხუ­მის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტეტი საქართველოს სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთო 2020 წლის 9 ივლისიდან, როდესაც უნივერსიტეტის რექ­ტორ­მა პროფ. ზურაბ ხონელიძემ ხელი მოაწერა პარტნიორულ  ხელშეკრულებას.  პროექტი წარმოადგენს უკანასკნელ ხანს განხორციელებულ ყველზე ფართომასშტაბიან ინვესტიციას ქართულ საგანმა­ნა­თ­ლებლო სივრცეში, რომლის ფარგლებში დაიფარა საქართველოს ყველა საჯარო სკოლა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გუნდმა  მოსწავლეზე  ორიენტირებული სწავლების მიდგომების, თანამედროვე სასწავლო  და ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების  მეთოდების დანერგვის მიზნით  სასწავლო ტრენინგები ჩაატარა მცხეთა-მთიანეთის მხარის 86 საჯარო სკოლის 258 მასწავლებლისა და 82 დირექტორისთვის.

პროექტის ფარგლებში სსუ-ს გუნდი რამდენიმე აქტივობაში მონაწილეობდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, გუნდის შერჩევის ურთულესი პროცესი, როცა ცოდნასთან ერთად საჭიროა, სიახლის მიმღებლობა, საქმისადმი სიყვარული, მაღალი პასუხისმგებლობა,  გუნდურობის პრინცი­პე­ბის დაცვა, ტრენინგების გამოცდილება,  ცოდნის ტრანსფერი და ა.შ.  გუნდის შერჩევა პრაქტიკულად საქმის ნახევარს უდრის და მიზნობრივად შერჩეული გუნდი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენთვის ყველაზე მაღალი შეფასება მცხეთა-მთიანეთის მხარის  მასწავლებლებიდან წამოსული მესიჯებია: „თქვენ გუნდურობის საუკეთესო მაგალითს გვაძლევთ“, „უსაყვარლესი გუნდი, სიამოვნებაა თქვენთან თანამშრომლობა“, „თქვენი გუნდი პროფესიონალიზმთან ერთად საქმის სიყვა­რუ­ლითაც გამოირჩევა“,  „ნამდვილ პროფე­სი­ო­ნალთა და საკუთარი საქმის უდიდესი პასუხის­მ­გე­ბლობით შემსრულებლები,  არაჩ­ვე­უ­ლე­ბრივად შეკრული და პოზიტიური გუნდი“  „მარ­თ­ლაც თბილი გარემო გაქვთ იმისთვის, რომ პედაგოგებმა თავი კომფორტულად ვიგრძნოთ“ და ა.შ. ეს ის პოზიტივია, რომელიც ჩვენმა გუნდმა სპეციალურად მხარის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის შექმნილ ფეისბუქგვედზე მესიჯების სახით მიიღო.

სსუ-ს გუნდის მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორის ფასდაუდებელია ის გამოცდილება, რომელიც გუნდმა მიიღო  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და RTI -ის პროფესიონალი ტრენერებისაგან.  ტრენერთა ტრენინგებზე მონაწილეობას თან ახლდა  სასწავლო რესურსების მობი­ლი­ზე­ბა, ლიდერი მასწავ­ლებ­ლე­ბისა   და დირე­ქ­ტო­რე­ბის ტრენინგების გეგმისა და სატრენინგო მასალების   მომზადება და  მონიტორინგზე  წარდგენა; ტრენინგების ჩატარება ლიდერი მასწავ­ლე­ბ­ლე­ბისა და დირექტორების 17 ჯგუფში, რომელიც 2020 წლის 1 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა; სსუ-ს მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების თვით­შეფასება, ყოველთვიური, კვარტალური და პირველი ეტაპის სრული ანგარიშის მომზადება; თითოეული აქტივობის  პარა­ლე­ლურად გან­ხო­რციელდა უკუკავ­ში­რი და რეფლექსია სსუ-ს გუნდსა და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და RTI -ის გუნდებს შორის. სსუ-ს გუნდმა  პროექტის ფარგლებში წარმოქ­მნილ ონლაინ­ტრე­ნი­ნგების თანმხლებ გამოწვევებს  (მთის  სკოლებთან ინტერნეტის ხელმი­სა­წვდომობა, კავშირი, პროექტით დაინტერესება) USAID-ის საბაზისო განათლების პროგ­რა­მისა და RTI -ის გუნდის მხარდაჭერით  თავი წარმატებით გაართვა.

დასასრულს, გვინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და RTI  International - ის მთელი შემადგენლობის მიმართ სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტისადმი  გამოჩენილი   მხარდაჭერისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. გვინდა ამ საახალწლოდ დიდი პატივისცემა და სიყვარული გავუგზავნოთ  მცხეთა მთიანეთის მხარის ყველა სკოლას, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრებს,  რომელთა მაღალი მოტივაცია საფუძვლად დაედო ჩვენი უნივერსიტეტის გუნდის წარმატებულ საქმიანობას პროექტის პირველ ეტაპზე.  

 

 

ფოტო გალერეა