სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

2021 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ-კონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტთან (უკრაინა) ერთად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც იყო. საორგანიზაციო კომიტეტში ჩვენს უნივერსიტეტს ასოცირებული პროფესორი ელგუჯა ქავთარაძე წარმოადგენდა.


კონფერენციაზე წარმოდგენილმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა (ელგუჯა ქავთარაძე, დავით ზაქარაია, შორენა კორტავა, ზოია ადამია, გურამ მარხულია, ომარ არდაშელია, ვეფხვია გვარამია, კახა კვაშილავა) პრობლემატიკასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები განიხილეს მოხსენებებში.

ფოტო გალერეა