სიახლეები

აფხაზეთი ჩვენი ტკივილია...

2023 წლის 27 სექტემბერს 30 წელი შესრულდა სოხუმისა და აფხაზეთის ოკუპაციიდან. საუკუნის მესამედი ნაწილი გავიდა ამასობაში. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა ამ შემთხვევაშიო, შენიშნა დღეს 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენების შესახებ საჯარო ლექციისას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა დაზმირ ჯოჯუამ. დიახ, დრო ამ შემთხვევაში ჩვენს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის ტკივილს ნამდვილად ვერ კურნავს, უფრო ამძაფრებს, ალბათ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა წელსაც, ტრადიციულად, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას.

 

ყოველი მისვლა ამ მემორიალთან დიდი ტკივილია თითოეული ქართველისათვის. იქ ამოტვიფრული ყველა გვარი ჩვენს ნაცნობებს, თანამებრძოლებს, თანაქალაქელებსა თუ თანასოფლელებს გვახსენებს, რომლებმაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

 

მარად ჟამიერ მათი ხსენება!

ფოტო გალერეა