სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2026 წლის 4 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელები და ფაკულტეტების დეკანები.
თანამშრომლობის მიზანია მხარეთა შორის არსებული ანალიტიკური და პროფესიული რესურსების გაზიარება, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი ჩართულობა საგანმანათლებლო, კვლევით და მოხალისეობრივ პროექტებში, ასევე ტრენინგებსა და სემინარებში.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონსულტაციების გამართვასა და დელეგაციების გაცვლას. ასევე მხარდაჭერილი იქნება ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების განვითარებასა და ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის გაძლიერებას.

ფოტო გალერეა