სიახლეები

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №11 12.09.2017)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით სტიპენდიის მისანიჭებლად კანდიდატების სამინისტროში წარდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი ა.წ. 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

წარმოგიდგენთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებას, სადაც მოცემულია სამინისტროში წარსადგენი დოკუმენტაიის ჩამონათვალი.

ფოტო გალერეა