ალპბახის ევროპული ფორუმის (EFA) სასტიპენდიო პროგრამის შესახებ
დაიწყო განაცხადების მიღება European Forum Alpbach (EFA)-ის სასტიპენდიო პროგრამაზე.
ალპბახის ევროპული ფორუმი ყოველწლიურად იმართება ალპბახში, ავსტრიაში. ეს პრესტიჟული ღონისძიება აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და ლიდერებს, რათა ჩაერთონ ევროპის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გამართულ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში.
ადგილმდებარეობა: ალპბახი, ავსტრია
EFA სასტიპენდიო პროგრამა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას:
● მონაწილეობა მიიღოთ ინტერაქტიულ სემინარებში, რომლებსაც უძღვებიან წამყვანი ექსპერტები
● დაესწროთ მაღალი დონის კონფერენციებს მსოფლიო ლიდერებთან ერთად
● მონაწილეობა მიიღოთ კულტურულ ღონისძიებებსა და ნეთვორქინგ სესიებში
● შეუერთდეთ ცვლილებების ინიციატორ მრავალფეროვან საერთაშორისო საზოგადოებას
თემატური მიმართულებები:
ფორუმის წლევანდელი თემაა "How Europe Wins", რომელიც მიმოიხილავს იმ ოთხ ძირითად სფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე:
● დემოკრატია და კანონის უზენაესობა
● უსაფრთხოება
● კლიმატი
● ფინანსები და ეკონომიკა
სტიპენდია ფარავს მონაწილეობის საფასურსა და განთავსების ხარჯებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
აპლიკაციები მიიღება 2026 წლის 2 მარტიდან 22 მარტამდე ალპბახის ევროპული ფორუმის ონლაინ პორტალზე. ამავე ბმულზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, მათ შორის მონაწილეობის კრიტერიუმებისა და საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Club Alpbach Georgia-ს Linkedin, Instagram და Facebook გვერდების საშუალებით, ასევე იხილეთ.
