სიახლეები

ამერიკელი მოსამართლეების ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე, აშშ-ს ფლორიდის შტატის მოსამართლემ, პროფესორმა მარკ სპეისერმა და ადვოკატმა, პროფესორმა  რობერტ ტრაჩმანმა საჯარო ლექცია ინგლისურ ენაზე წაიკიეს. ქართული თარგმანი უზრუნველყო რექტორის თანაშემწემ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტმა, გიორგი რურუამ.

შეხვედრის  ორგანიზატორები იყვნენ ასოც. პროფესორ პაატა დავითია,  სამართლისა და დიპლომტიის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ვეფხვია გვარამია და ფაკულტეტის ადმინისტრაცია.

მომავალ იურისტებს პირველად სტუმრობდა ცნობილი ადვოკტი, პროფესორი რობერტ ტრაჩმანი, რომელიც აშშ-ში ხნგრძლივი პერიოდის განმავლობში პროკურორის თანმდებობას იკავებდა, დღეს კი საადვოკატო ოფისის ხელმძღვანელია და განსხვავებული კატეგორიის სუბიექტების ინტერესების დაცვითაა დკავებული, როგორც საჯარო სამსახურებში, ისე სასამართლოში.

პროფესორმა რობერტ ტრაჩმანმა ისაუბრა აშშ-ში ადვოკატის ფუნქციებსა და საკანონმდებლო სისტემაზე, კანონმდებლობის ევოლუციური განვითარების თავისებურებებზე და ხზგასმით აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ცვლილება და განვითარება  საზოგადოების განვითარების შესაბამისად ხორციელდება. ამის საილუსტრაციოდ მან პრაქტიკული მაგალითები გაანალიზა და დსძინა, რომ საქართველოშიც მიმდინარეობს ანალოგიური პროცესი. მაგ. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის გათვალისწინება კანონმდებლობაში.

მოსამართლე მარკ სპეისერმა საჯარო ლექცია დაუთმო აშშ-ს სასამართლო სისტემას, მოსამართლეთა არჩევის და დანიშვნის წესს, მათ ფუქციებს, გდაწყვეტილების მიღებას და სასჯელის დნიშვნის თავისებურებებს.  ყურადღება გამახვილა განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების ფუნქციათა გამიჯვნის საკითხზე.

ლექციის მიმდინარეობის დროს კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად იყვნენ ჩართული  სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. პროფესორმა რობერტ ტრაჩმანმა და მოსამართლე  მარკ სპენსერმა  ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

ფოტო გალერეა