სიახლეები

ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში მენეჯმენტის საფუძვლების მიმართულებით

დაიწყო რეგისტრაცია ანაზღაურებად პრაქტიკაზე გერმანიაში

რეგისტრაციის მსურველებმა ვრცელი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ-ს ენების ცენტრს:
10:00-16:00 საათამდე; I კორპუსი, ოთახი 206.

კოორდინატორი: ნანა ედიშერაშვილი

რეგისტრაციის ვადა: 13/04 – 30/04-ის ჩათვლით

სსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს ა. წ. ივლისიდან შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ 3 თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში, მენეჯმენტის საფუძვლების მიმართულებით. უპირატესობა ენიჭებათ ჰუმანიტარული ფაკულტეტის გერმანული ენის ფილოლოგიისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს.

აღნიშნული ქმედება შედეგია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა, რომელიც 2018 წლის 3 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ევროპული ენების ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა თეა ფეტელავამ.

ფოტო გალერეა