სიახლეები

ანიკა თოლორაიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკის“ დოქტორანტმა ანიკა თოლორაიამ 2024 წლის 26 დეკემბერს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „ფსევდორხევის და დინამიკის სასაზღვრო-ტრანსმისიის ამოცანები თერმო-ელექტრო-დრეკადობის თეორიაში ენერგიის გაბნევის გარეშე“ (“Boundary-transmission problems of pseudo-oscillation and dynamics in the theory of thermo-piezo-elasticity without energy dissipation”).

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ჭკადუა.

 

ექსპერტები იყვნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი როლანდ გაჩეჩილაძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია.

 

სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალურმა რეცენზენტებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორმა თენგიზ ბუჩუკურმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბაკურ გულუამ მაღალი შეფასება მისცეს ანიკა თოლორაიას სადისერტაციო ნაშრომს.

 

სამეცნიერო დისკუსიისა და კენჭისყრის შედეგად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ ანიკა თოლორაიას ერთხმად მიანიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (Ph.D).

ფოტო გალერეა