სიახლეები

არქეოლოგიური ექსპედიცია წყალწითელას ხეობაში

დასავლეთ საქართველოს პალეოლითური ძეგლებიდან აღსანიშნავია ორთვალა მღვიმე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფ. გოდოგანში, მდინარე  წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. ორთვალა მღვიმის შესწავლა და არქეოლოგიური გათხრების წარმოება 70-იან წლებიდან მედეა ნიორაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. უფრო ადრე კი (1914 წელს) მღვიმეში გარკვეული სამუშაოები ჩაატარეს გერმანელმა მეცნიერებმა . შმიდტმა და . კოზლოვსკიმ. მოგვიანებით ამ მღვიმეში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა . ნიორაძე. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ორთვალა მღვიმეში აღმოჩენილია ენეოლით-ადრებრინჯაოს, ზედა და შუა პალეოლითის კულტურული ფენები, ასევე მდიდარი პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა, რომელიც შესწავლილია და გამოქვეყნებულია მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში, ქართულ და ევროპულ ენებზე.

. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით პროექტის შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის კულტურული და ეკოლოგიური კონტექსტის მულტიდისციმპლინური კვლევა ორთვალა მღვიმის მაგალითზე  (№ FR-21-17740) ფარგლებში, მრავალი წლის შემდეგ კვლავ განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები ორთვალა მღვიმეში. კვლევის მიზანია ჩატარებული სამუშაოების შედაგად აღმოჩენილი მასალების საშუალებით  ჩატარდეს პალეობოტანიკური, პალეოზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, პალეოანთროპოლოგიური, სედიმენტოლოგიური, გეოლოგიური და ქრონოლოგიური კვლევები, რაც შემდეგში  საშუალებას მოგვცემს დათარიღდეს  მღვიმეში მიკვლეული კულტურული ფენები, რომელიც მომავალში საზღვარგარეთ გაგზავნილი მასალის ლაბორატორიულად ჩატარებული ანალიზის შედეგად მიღებული თარიღების დახმარებით მოხდება. ზუსტად ამ საკითხების კვლევას გულისხმობდა ორთვალა მღვიმეში დაგეგმილი ექსპედიცია, რომელიც 2023 წლის 18 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ექსპედიციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად           მონაწილეობას იღებდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ჯალიაშვილი, თინათინ ბუჭუხიშვილი, ნიკოლოზ კაკაბაძე და ნანა დალაქიშვილი.

ორთვალა მღვიმეში ჩვენს მიერ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ენეოლით-ადრებრინჯაოს პერიოდის კულტურული ფენა, სადაც აღმოჩნდა კერამიკის ფრაგმენტები, კაჟის იარაღები (სახვრეტი, შუბის პირი, სეგმენტისებული ჩასართები, ისრის პირი). ასევე სავარაუდო კერის ადგილი, სადაც ბევრი რაოდენობით შეგხვდა ნახშირის ფრაგმენტები. გაედა ამის, აღმოჩნდა ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ფაუნის ძვლოვანი მასალა: კბილები, ეშვი, ხერხემლის მალები და სხვა ძვლის ნაწილები.

ენეოლით-ადრებრინჯაოს პერიოდის ფენის შემდეგ უკვე ქვის ხანაში აღმოვჩნდით და ზედა პალეოლითურ ფენაზე მოგვიწია მუშაობის გაგრძელება. ეს უკვე ისტორიის სხვა პერიოდია და რამდენიმე ათასი წლით უფრო ძველია. აქაც აღმოჩდა ამ პერიოდისათვის დამახასიატებელი კაჟისგან დამზადებული არტეფაქტები: ნუკლეუსი, საფხეკი, ლამელები და ასევე ძვლოვანი მასალ, რომლის განსაზღვრაც მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

შუა (ქვედა) პალეოლითი მუსტიე ამ პერიოდის ფენაზეც ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. კიდევ უფრო ძველი, კიდევ უფრო შორი პერიოდი ჩვენი ისტორიისა რომლის შემოქმედიც ჩვენი ერთ-ერთი წინაპარი ნეანდერტალელი იყო. აქაც აღმოჩნდა კაჟისაგან დამზადებული იარაღები და ფაუნისტური ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოების გარდა ასევე მოხდა ყველა ფენიდან სედიმენტოლოგიური ანალიზების აღება, რომლის ლაბორატორიული კვლევა მომავალში ძალიან საინტერესო შედეგებს გვპირდება. ექსპედიციის დასრულების შემდეგ ჩვენს მიერ მოპოვებული მასალა შემდეგი კვლევებისათვის გადაეცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, . ლორთქიფანიძის არქეოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს. მომავალ წელს კვლავ განახლდება არქეოლოგიური სამუშაოები ორთვალა მღვიმეში და დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ჩვენს სტუდენტებთან ერთად კვლავ მოგვეცემა ამის საშუალება.

 

გიორგი ნიორაძე,

არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

ფოტო გალერეა