გამოიცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრის, ბატონ გელა ცაავას მონოგრაფია „გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსები და დიპლომატები
(უძველესი დროიდან XX საუკუნემდე)’’.
ნაშრომში გაშუქებულია ქართველი დიპლომატებისა და პოლიტიკური მოღვაწეების
(მათ შორის მეფეების) როლი ქართულ პოლიტიკურ სამყაროში, საერთაშორისო ურთიერთობებისა
და დიპლომატიის სფეროში, დაწყებული ქართული სახელმწიფოებრიობის შექნიდან XX საუკუნემდე.
მონოგრაფია განკუთვნილია ,,დიპლომატიის’’, ,,საერთაშორისო ურთიერთობების’’,
,,საერთაშორისო სამართლის’’, ,,პოლიტოლოგიის’’ სტუდენტებისათვის. იგი ამასთანავე, მიიპყრობს
საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღებას.
ნაშრომის რედაქტორია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხონელიძე, ხოლო რეცენზენტი კი საქართველოს საგანგებო
და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშვიდობის სწავლების ცენტრის მკვლევარი მალხაზ კაკაბაძე.
ვულოცავთ ასოცირებულ პროფესორ გელა ცაავას და მკითხველთა ფართო წრეს ახალი
მონოგრაფიის - „გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსები და დიპლომატები (უძველესი დროიდან
XX საუკუნემდე)’’ - გამოცემას!