სიახლეები

ასოცირებული პროფესორი ციალა ძიძიგური – 75

2023 წლის 30 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ციალა ძიძიგურს 75 წელი შეუსრულდა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 75-ე წლისთავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ციალა ძიძიგურს.

 

„თქვენი, როგორც პედაგოგისა და მეცნიერის მოღვაწეობა, უდაოდ იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას. ვამაყობთ თქვენი, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგის ნაყოფიერი საქმიანობით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თქვენი აღზრდილი მადლიერი სტუდენტები უშურველად გამოხატავენ თქვენდამი პატივისცემასა და სიყვარულს. უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლისთვის სასიამოვნო და საპატიოა თქვენთან ერთად ზრუნვა ახალგაზრდების აღზრდასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ სანაქებო პედაგოგიური მოღვაწეობის დასტურია თქვენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენით დაჯილდოვება. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის სოხუმის უნივერსიტეტში, რაც უდაოდ ემსახურება ჩვენი უნივერსიტეტის უკეთეს მომავალს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს! გისურვებთ დღეგრძელობას, შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს ქვეყნისა და სოხუმის უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ!“

ფოტო გალერეა