სიახლეები

ახალი მემორანდუმი „ეგერია სოლუშენსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

2021 წლის 22 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეგერია სოლუშენს“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეგერია სოლუშენს“-ის დირექტორმა ირინა ფრუიძემ.

ეგერია სოლუშენსი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის შესახებ გამოწვევები და პერსპექტივები“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაპროფილური სტუდენტებისთვის ერთსემესტრიანი სასწავლო კურსის შემუშავება ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და მისი დანერგვა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

პროექტის ფარგლებში „ეგერია სოლუშენსი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შეიმუშავებ1-სემესტრიან სასწავლო პროგრამა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მოამზადებს სახელმძღვანელოებს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის. ამასთან ერთად, ორგანიზაცია გადაამზადებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ ორ ლექტორ, რომლებიც პროექტის ფარგლებში მომზადებულ სასწავლო კურსს გაუძღვებიან.  

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შემუშავებული სასწავლო კურსის  შეუფერხებელ მიმდინარეობას ერთი სემესტრის განმავლობაში და სწავლების შედეგების გათვალისწინებით მის დანერგვას უნივერსიტეტში.

რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის მისია და მნიშვნელობა ქართულ სამეცნიერო სივრცესა და ქართული სახელმწიფოსათვის. ასევე აღინიშნა, რომ შემუშავებულია ისეთი ახალი ინოვაციური იდეა, როგორიცაა საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც ბუნებრივად თანხვედრაშია „ეგერია სოლუშენის“ მიერ ინიციირებულ პროექტთან.

 

ფოტო გალერეა