სიახლეები

ახალი მემორანდუმი

2022 წლის 8 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ თბილისის #142 საჯაროს სკოლას შორის სსუ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული პრაქტიკის კურსის ფარგლებში პედაგოგიური პრაქტიკის ფორმითა და სახელმწიფო სტაჟირებაზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ქალაქ თბილისის #142 საჯაროს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ეკატერინე ენდელაძემ.

 

რექტორმა ზურაბ ხონელიძემ  #142 საჯაროს სკოლის მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, მისი უნიკალური მნიშვნელობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, საუნივერსიტეტო ცხოვრება და უფროსკლასელები უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიწვია.

ფოტო გალერეა