სიახლეები

ახალი მემორანდუმი

2023 წლის  27 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რც ხელს შეუწყობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრების მომზადებას. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სსუ-ის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის მხარდაჭერა, ფსიქოლოგის მომსახურება და სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თანამშრომლების  გაცვლა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და მეორე მხრივ, საქართველოს პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ლალი  ბადრიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსის, პროფესორ ინდირა ძაგანიას უშუალო ხელშეწყობით, შექმნა და სულ მალე აქტიურ მუშაობას დაიწყებს სტუდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი.  ახლადგაფორმებილი მემორანდუმი სწორედ ამ ცენტრის მუშაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

ფოტო გალერეა