სიახლეები

ახა¬ლი სასწავლო კურსის „მშვიდობის ქართული პარადიგმა  და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ სწავლება ჟან მონეს მოდულის ფარგლებში დაიწყო (2025-2026 სასწავლო წლის გაზასხულის სემესტრი)

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო ჟან მონეს მოდულით გათვალის­წინებული ახა­ლი სასწავლო კურსის „მშვიდობის ქართული პარადიგმა  და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ სწავლება ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (30 სააუდიტორიო/საკონტაქტო საათი, მ.შ. 15 სთ ლექცია, 15 სთ სემინარი, 3 სთ შუალედური გამოცდა, 3 სთ ფინალური გამოცდა). კურსი სავალდებულოა პოლიტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის  და არჩევითია სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისთვის. ლექციების ძირითად ნაწილს აღნიშნული პრო­ექ­ტის  აკადემიური ლიდერი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კით­ხულობს; სასწავლო პროცესის წარმართვაში მონაწილეობენ ასევე ჟან მონეს პროფესორე­ბი ლ. თაკალანძე, ლ. მახაშვილი და სსუ ასოცირებული პროფესორი გ. ცაავა; სემინარულ მეცადინეობებზე მოწვეულია სსუ დოქტორანტი ლევან გერაძე. სასწავლო კურსზე დარეგისტრირდა 184 სტუდენტი (ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 150-ისა) უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტებიდან. სტუდენტთა მთლიანი რაოდენობა დაიყო 2 სალექციო და 6 სასემინარო ჯგუფად.

ჟან მონეს მოდულის EUPEACE ძირითადი მიზანია მშვიდობის მშენებლობის შესახებ სწავლების განვითარება, მშვიდობის ქართული პარადიგმა და ამ სფეროში ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით.

სილაბუსი EUPEACE 


ფოტო გალერეა