სიახლეები

ახლადარჩეულმა წარმომადგენლობითმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა

2021 წლის 13-დან 19 მაისის ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები მიმდინარეობდა, რომელთა შედეგად უნივერსიტეტის ამ მმართველობითი ორგანოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა.

ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭო 22 მაისს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა იური პაპასქუამ დამსწრე საზოგადოებას არჩევნების შედეგები გააცნო. 

ახალი წევრების უფლება-მოსილების ცნობის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნები გაიმართა. წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესმა წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა ციალა ძიძიგურმა ამ თანამდებობაზე პროფესორ დავით ჯალაღონიას კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც საბჭოს წევრთა მიერ ერთხმად იქნა არჩეული.

აღსანიშნავია, რომ ბატონი დავითი აქამდე ორჯერ იყო არჩეული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანად, 2020 წელს კი ის სამეცნიერო და სასწავლო საკითხებში რექტორის მრჩევლად დაინიშნა.

12 წლის მანძილზე სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წარმატებით ხელმძღვანელობდა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, რომელიც სპიკერად ზედიზედ სამჯერ იქნა არჩეული.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, აკადემიურმა პერსონალმა და სენატის წევრებმა წლების განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობისა, საქმისადმი ერთგულებისა, პროფესიონალიზმისა და გულთბილი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ლარისას და ახალ სპიკერს, ბატონ დავითს ამ გზაზე წარმატებები უსურვეს.

ფოტო გალერეა