სიახლეები

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიებათა ფაკულტეტზე „აბიტურიენტის საათი“ ჩატარდა

2021 წლის 29 ივლისს სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „აბიტურიენტის საათს“ უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო აბიტურიენტთათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ზოგადად, და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კერძოდ, გაცნობა და იმ სიახლეების პრეზენტირება, რომელიც უნივერსიტეტში იგეგმება.

აბიტურიენტებს მიესალმა და უნივერსიტეტის გამორჩეულ მისიაზე ესაუბრა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ.

აბიტურიენტებს ასევე მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია; უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორ დავით ჯალაღონია; საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია; უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები: თათია წილოსანი და საქართველოსა და შეერთებული შტატების მოქალაქე, ფლორიდის შტატის ნოტარიუსი, ეკონომისტი, ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ოფიცერი ნიკოლოზ ქარჩავა; „სილქ ჰოსფითალითის“ საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „რა? სად? როდის? გუნდის კაპიტანი დავით რაფავა; Geo Gulf Trans-ის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჯახაია; სტუდენტი გიორგი კურტანიძე.

დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრეს დამსაქმებლებმა: საქართველოს აუდიტორთა ბუღალეტრთა და ფინანსურ მენეჯმერთა პროფესიული ფედერაციის გამგეოიბის თავმჯდომარემ ელგუჯა აფრიდონიძემ; აუდიტორული ფირმა „ქროუ ჰორვარტ ჯეს“ დირექტორმა თეიმურაზ ფარცხალაძემ; აუდიტორული ფირმა „მრჩეველის“ დირექტორმა ვასილ ხანიშვილმა, რომელიც ასევე ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიცაა; PMO Business Consulting-ის დირექტორმა ლია ინაშვილმა; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების დირექტორმა სოსო მეზვრიშვილმა.

შეხვედრამ აბიტურიენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ მომხსენებლებს კითხვებით მიმართეს, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს. 


ფოტო გალერეა