სიახლეები

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის მიმართულების პროფესორთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები

2020 წლის 15-17 დეკემბერს ჩატარდა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის მიმართულების პროფესორთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები.

 

სამეცნიერო ფორუმთა კვირეული გახსნეს სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა. მათ მიერ წარმოდგენილი თემატიკა იყო მრავალფეროვანი, შინაარსიანი, პრობლემატური და აქტუალური. თითოეულმა გამომსვლელმა გამოამჟღავნა საკუთარი თემის ღრმა ცოდნა, ნაშრომში წამოჭრილი პრობლემის სიღრმისეულად გაანალიზების უნარი. მოხსენებით წარსდგნენ სტუდენტები:

ელენე დავლაძე – „პიროვნების როლი და გავლენა საზოგადოებაზე“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნ. ლომაია);

ლუკა წურწუმია – „ახალგაზრდები და პოლიტიკა“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნ. ლომაია);

ელენე დავლაძე – „პოლიტიკური კვლევის მეთოდები“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი კ. ნონიაშვილი);

ელენე მაისურაძე, ნინო ვაჩიბერიძე – „ქართული კულტურისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი ღირებულებების თავსებადობა“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხ. ამაღლობელი);

მარი შავაძე – „პოსტმოდერნისტული რეალობა და სლავოი ჟიჟეკი“ (ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი შ. კორტავა);

თამთა თაბაგარი, მარიამ აბაიძე – „გეოგრაფიული ფაქტორის გავლენა საზოგადოების განვითარებაზე“ (ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მ. გაგოშიძე);

ბელა ბერუაშვილი – „განქორწინების მიზეზები და სტატისტიკა საქართველოში“ (ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მ. ჭანტურია);

ქეთევანი სურმანიძე – „რელიგიური მოტივებით გამოწვეული ომები შუა საუკუნეებში“ (ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მ. ჭანტურია);

თათია ანაკიძე – „ოჯახში ძალადობა - ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზები და შედეგები“ (ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მ. ჭანტურია);

 

16 დეკემბერს ღონისძიება გააგრძელეს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა. პოლიტიკის მეცნიერებათა სექციას თავმჯდომარეობდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ აბესაძე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები: მონიკა მორგოშია (ბაკალავრიატის II კურსი), სანდრო შპეტიშვილი, ალინა სიჭინავა (ბაკალავრიატის. III კურსი), ნათელა მარგველაშვილი, ქეთი ქოჩალაძე, ქეთევან დურგლიშვილი (ბაკალავრიატის IV კურსი).

კონფერენცია მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში, სტუდენტებმა გამოავლინეს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების მაღალი დონე; შესამჩნევი იყო მათი დამოუკიდებელ ილი და შემოქმედებითი აზროვნების კულტურა, ეროვნული პრობლემებისადმი პრაგმატული მიდგომა.

მონიკა მორგოშია – „გენდერული პოლიტიკა საქართველოში“ (ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი დ. ზაქარაია);

სანდრო შპეტიშვილი – „გლობალური უსაფრთხოების ჰეტეროგენური ბუნება“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თ. შურღულაია);

ალინა სიჭინავა – „პოლიტიკური ელიტის დამკვიდრება და მისი ფუნქციური განზომილებანი“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნ. დარსანია);

ნათელა მარგველაშვილი – „იდეოლოგია და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა“ (ხელმძღვანელი: პროფესორი გ. აბესაძე);

ქეთი ქოჩალაძე – „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგები“ (ხელმძღვანელი: პროფესორი გ. აბესაძე);

ქეთევან დურგლიშვილი – „პოლიტიკური კონფლიქტების ფსიქოლოგიური ასპექტები“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ე. ქავთარაძე);

 

17 დეკემბერს შედგა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და, ძირითადად, შეეხებოდა პოლიტიკური ტრანზიციის პრობლემებს საქართველოში:

პროფ. გ. აბესაძე – „დომინანტური ინსტიტუციური აქტორები ქართული პოლიტიკაში და დემოკრატიის სტაბილურობა“;

ასოცირებული პროფესორი ე. ქავთარაძე – „საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისების მართვა და რეგულირება“;

ასოცირებული პროფესორი ნოდარ დარსანია – „ხელისუფლება და ოპოზიცია თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში: კონფრონტაციის ახალი ეტაპი“;

ასისტენტ-პროფესორი დავით ზაქარაია – „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც საჯარო პოლიტიკის განხორციელების საშუალება“;

ასისტენტი მაია წურწუმია – „სამოქალაქო საზოგადოების გენდერული განზომილება და ქართველ ქალთა სამოქალაქო აქტივობის გენდერული ანალიზი“;

დოქტორანტი ნოდარ აბესაძე – „ეროვნული იდენტობა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“.

 

კონფერენციებს ესწრებოდნენ: ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია და დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი დავით ზაქარაია.

 

 

ფოტო გალერეა