სიახლეები

ბულგარეთის ელჩის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2023 წლის 20 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ვესელინ ვალკანოვი, პირველ მდივანთან, ივან ივანოვთან ერთად ეწვია. სტუმარს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ უმასპინძლეს.

მეგობრული ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, განხორციელებულ პროექტებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე. ასევე, აღინიშნა, რომ პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიული ნაშრომი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ თარგმნილია ბულგარულ ენაზე.

ბულგარეთის ელჩმა ვესელინ ვალკანოვმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მეგობრული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ. დაისახა სამომავლო გეგმები. 

ფოტო გალერეა