სიახლეები

ცესკოს პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2023 წლის 1 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებული პრეზენტაცია ჩაატარეს.

 

პრეზენტაციას უძღვებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსი - რევაზ ეგაძე.

 

ბატონმა რეზომ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების გამოცდილება და აღნიშნა: -„იმისათვის, რომ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე გადასვლა მოხდეს უპრობლემოდ, აუცილებელია ამომრჩეველი დეტალურად იყოს ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ. ამომრჩეველი ინფორმირებული უნდა იყოს აპარატების უპირატესობების,  უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების თაობაზე.”

 

პრეზენტაციის შემდეგი ეტაპი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ცესკო-ს წარმომადგენლებმა სტუდენტთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია იმიტირებულმა საარჩევნო პროცესმა.  ცესკო-ს წარმომადგენლებმა მათ, საარჩევნო უბანზე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განსახორციელებელი ყველა პროცედურა დაწვრილებით გააცნეს, რის შემდეგაც მონაწილეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ. 

ფოტო გალერეა