სიახლეები

ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში

        2023 წლის 25  სეტემბერს ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტი მა­ს­პი­ნძლობდა  ევროკავშირის Erasmus +  პროექტის  DITECH - ის  ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრა­ქ­ტი­კულ  კო­ნ­ფე­რე­ნციას „ციფრული ტექნოლოგიები განა­თ­ლე­ბაში“.

         DITECH - ის  საერთაშორისო კონფერენცია  ეხებოდა  ციფრული ტექნო­ლო­გი­ე­ბის სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმ  მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. მერაბ ხალვაში და სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე.  ორივე რექტორმა ხაზი გაუსვა ციფრული პლატფორმებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროფ. ზურაბ ხონელიძის აზრით, მუდმივად ცვალებად სამყაროში, უნივერსიტეტებმა რეალობის გათვალისწინებით უნდა აღვზარდოთ ციფრული უნარ-ჩვევების   მქონე პროფესიონალები, რათა მათ შეძლონ თანამედროვე გამოწვევების დაძლევა. 

           კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კაუნასის უნივერსიტეტი (ლიტვა), კორკის უნივერსიტეტის კოლეჯი (ირლანდია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუ­ს­თა­ვე­ლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახე­ლ­მ­წი­ფო უნივერსიტეტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.

კონფერენციაზე განხილული თემები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის აქტუალურია, ქართველი და ევროპელი კოლეგების აკადემიურმა დისკუსიამ  ხელი  შეუწყო საქართველოს  და ევროპის უნივერ­სიტეტების ურთიერთგამოცდილების გაზიარებას ციფრული ტექნოლოგიების სწავლებისა და სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების  საკი­თ­ხებში.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: პროფ. ომარ არდაშელია, ასოც. პროფესორები ლია ახალაძე და თამარ შინჯიაშვილი, მ/დოქტორი ნინო წულაია და ასისტენტი ლევან კვარაცხელია

საერთაშორისო კონფერენცია ხელს შეუწყობს პროექტის შემდგომი განვითარებისა და დისემინაციის პროცესს. 

ფოტო გალერეა