ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
|
სადოქტორო
პროგრამების ჩამონათვალი |
მისაღები
კონტინგენტი |
წლიური გადასახადი (ლარში) |
|
ბიზნესის
ადმინისტრირება აკრედიტირებულია
17.01.2032-მდე |
4 |
3000 |
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი
|
სადოქტორო პროგრამების
ჩამონათვალი |
მისაღები კონტინგენტი |
წლიური გადასახადი
(ლარში) |
|
მიკრობიოლოგია აკრედიტირებულია
31.12.2027-მდე |
2 |
3000 |
|
ინფორმატიკა აკრედიტირებულია
31.12.2032-მდე |
2 |
3000 |
|
გამოყენებითი მათემატიკა აკრედიტირებულია
01.07.2027-მდე |
2 |
2500 |
|
ბიოორგანული ქიმია აკრედიტირებულია 01.07.2027-მდე |
2 |
3000 |
|
მყარი სხეულების
ფიზიკა აკრედიტირებულია
01.07.2027-მდე |
1 |
2500 |
ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტი
|
სადოქტორო
პროგრამების ჩამონათვალი |
მისაღები კონტინგენტი |
წლიური გადასახადი (ლარში) |
|
საქართველოს ისტორია აკრედიტირებულია 28.02.2030მდე |
2 |
2500 |
|
ქართველური ენათმეცნიერება აკრედიტირებულია 28.02.2030-მდე |
2 |
2500 |
|
თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია აკრედიტირებულია
28.02.2030-მდე |
2 |
2500 |
სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
· ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B-2 დონეზე (ტესტის ნიმუში – იხ. აქ);
· კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი (შესაბამის სფეროში); პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა; ან/და უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
· წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს დარგობრივი კომისია, რომელთანაც შედგება კონკურსანტის გასაუბრება.
1. დოქტორანტურაში სწავლის მსურველმა კონკურსანტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (დანართი 2) და წარმოადგინოს ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია სსუ-ს პირველ კორპუსში, მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204:
· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
· მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის – უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების მითითებით);
· ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (გაიცემა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ: ალექსიძის ქ. №1);
· უცხო ენის ცოდნის (B-2 დონეზე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ინგლისური ენა – CEFR B2; IELTS exam – 5; BEC exam and CELS exam – Vantage; Cambridge exam – FCE; Pitman ESOL – Intermediate; TOEIC – 541; TOEFL – 500 (paper-based), 173 (computer-based), 61 (internet-based); სერტუსი;
· ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
· კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი (შესაბამის სფეროში); პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა; ან/და ცნობა შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების შესახებ;
· წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
· უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
· სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამა.
2. 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების ვადებად განისაზღვროს:
· საბუთების მიღება – 18 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით (10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა); სსუ-ს პირველი კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204;
· გამოცდა ინგლისურ ენაში – 24 თებერვალს, 11.00 საათზე (სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26);
· გამოცდის შედეგები – 24 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 22.00 საათისა;
· გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 25 თებერვალს, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე;
· სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა – 25 თებერვალს, 15.00 საათიდან 17.00 საათამდე, მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204;
· აპელაციის შედეგების გამოცხადება – 25 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 19.00 საათისა;
· გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან – 26 თებერვალს, 11.00 საათზე, შესაბამის ფაკულტეტზე;
· გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 26 თებერვალს არაუგვიანეს 14.00 საათისა.
3. კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 26–27 თებერვლის ჩათვლით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289). კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge.
4. დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2026 წლის 2 მარტისა.
