ცხადდება მობილობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ვალადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
სწავლის პერიოდი: 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრი;
სწავლების საფეხური - დოქტურანტურა;
სწავლების ენა: ინგლისური/ან ესპანური;
გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ: სტუდენტები არ გაივლიან რეგულარულ აკადემიურ კურსებს. მობილობა გულისხმობს მხოლოდ კვლევით სტაჟირებას: ლაბორატორიული კვლევა, აკადემიური კვლევითი ამოცანები და ა.შ.
ყველა აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს კატალოგში
( https://uvamobplus2.uva.es/publico/courses ) მითითებულ აკადემიურ შეთავაზებას.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 24 აპრილი, 2026.
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: international@sou.edu.ge
