სიახლეები

დებატების კონკურსში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მეორე ადგილი მოიპოვეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა კარელიძემ, გიორგი ლეჟავამ და ბექა გურგენიშვილმა ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა.

პროექტი განხორციელდა თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით. ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობა უზრუნველყო სტუდენტურმა თვითმმართველობამ და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა.

ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. ცერემონიას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს!

ფოტო გალერეა