სიახლეები

დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროგრამის - „დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები სტუდენტებს“ - ფარგლებში 2026 წელს თითო-თითო სტიპენდიანტს შეარჩევს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

  • 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი).

განაცხადის წარდგენა და საჭირო დოკუმენტები

სტიპენდიის მიღების მსურველებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში უნდა წარადგინონ განცხადება, რომელსაც თან უნდა დაურთონ:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  2. სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

განცხადებების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინონ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

ფოტო გალერეა