სიახლეები

დისერტაციის დაცვა არქეოლოგიაში

2020 წლის 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ვაჟა მამიაშვილი არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ნეკრესის ნაქალაქარის დურუჯისპირა სატაძრო კომპლექსის სტრუქტურისა და ქრონოლოგიის საკითხები“.


სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვახტანგ ჯაფარიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თანახელმძღვანელი: ნოდარ ბახტაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ექსპერტები: ნოდარ ბერულავა – არქეოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ჭანიშვილი – არქეოლოგიის დოქტორი. 


 ოფიციალური რეცენზენტები: რევაზ ხვისტანი – ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ლაღიაშვილი არქეოლოგიის დოქტორი. 


დისერტაციისა და სადისერტაციო მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 


მისამართი: 

ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას, 26,

სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსი, მე-7 სართული,

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონფერენციო დარბაზი.




ფოტო გალერეა