სიახლეები

დოქტორანტ შორენა შავრეშიანს დისერტაციის დაცვა

2021 წლის 19 მარტს 15:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი შორენა შავრეშიანი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ისტორიოგრაფიული მეტარომანის განვითარების ძირითადი ტენდენციები ქართულ პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში“.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მირესაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ექსპერტები: ნანა გაფრინდაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ნანა არახამია – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: ნინო წერეთელი – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის ელექტრონული ვერსიების გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში.

 

 

 

 

ფოტო გალერეა