სიახლეები

დოქტორანტ თეა სუმბაძის დისერტაციის დაცვა

2023 წლის 8 დეკემბერს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი თეა სუმბაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: სიმონ ჩიქოვანი და XIX საუკუნის მწერლობა (სადოქტორო პროგრამა:  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ნინო ვახანია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ლევან ბებურიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

ექსპერტები: თამარ შარაბიძე  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მარინე ტურავა - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები:

როსტომ ჩხეიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა