2024 წლის 20 მაისს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი აზა ქადარია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო კონცეპტები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ და მხატვრულ ნააზრევში“ (სადოქტორო პროგრამა: თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).
სამეცნიერო
ხელმძღვანელი: ნინო ვახანია –
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი;
ექსპერტები: თამარ
შარაბიძე -
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
როსტომ ჩხეიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის
ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და მარინა ტურავა - ფილოლოგიის
დოქტორი,
სსიპ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი.
დისერტაციისა
და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის
დაცვა შედგება მისამართზე: ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.