2024 წლის 16 მაისს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ციცინო ანთაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „აღზრდის კონცეპტები / მოზარდის სახე ქართულ ლიტერატურაში“ (სადოქტორო პროგრამა: თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).
სამეცნიერო
ხელმძღვანელი: მარინა ტურავა –
ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: გიორგი ხორბალაძე - ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მარიამ
მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ნინო წერეთელი - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი,
სსიპ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი.
დისერტაციისა
და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის
დაცვა შედგება მისამართზე: ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.