სიახლეები

დოქტორანტ დიმიტრი ჟვანიას დისერტაციის დაცვა

2022 წლის 28 ოქტომბერს 11:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი დიმიტრი ჟვანია არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ირმის რქის სამიწათმოქმედო იარაღები არუხლო I-ის ნამოსახლარიდან“.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ჯონი აფაქიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დოქტორ დოქტორი ჰ. კ. სვენდ ჰანზენი – გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პირველი დირექტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

ექსპერტები: ნანა ხახუტაიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი ნიორაძე – არქეოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

ოფიციალური რეცენზენტები: ირინა ღამბაშიძე ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის მიმართულების ხელმძღვანელი; ნოდარ ბერულავა არქეოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა