სიახლეები

დოქტორანტ ილქიზ შენელ უზუნქაიას დისერტაციის დაცვა

2024 წლის 28 ივნისს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ილქიზ შენელ უზუნქაია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ზნეობრივი ფასეულობების გამომხატველი ლექსიკა ქართულ და თურქულ ენებში (ორჰან ფამუქის ქართული თარგმანების მიხედვით) (სადოქტორო პროგრამა: ქართველური ენათმეცნიერება).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ერაბ ნაჭყებია – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მაია მესხიძე  - ფილოლოგიის  დოქტორი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თურქეთი).

ექსპერტები: მაკა სალია - ფილოლოგიის  დოქტორი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თურქეთი) და ნინო მაშია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ოფიციალური რეცენზენტები:  მეჰმედ ნადირ აჯეთ - ფილოლოგიის  დოქტორი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თურქეთი) და მანანა ტაბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა