სიახლეები

დოქტორანტ ჯონი აბულაძის დისერტაციის დაცვა

2022 წლის 27 ოქტომბერს 10:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ჯონი აბულაძე არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ხელსაფქვავები არუხლო I-ის ნამოსახლარიდან სამხრეთ კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარების კონტექსტში “.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ჯონი აფაქიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დოქტორ დოქტორი ჰ. კ. სვენდ ჰანზენი - გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პირველი დირექტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

ექსპერტები: - შოთა მამულაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემერიტუსი და გიორგი ნიორაძე - არქეოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

ოფიციალური რეცენზენტები: ლამარა ნებიერიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; რევაზ ხვისტანი ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი

ფოტო გალერეა