2024 წლის 18 ივლისს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ლევან თეზიაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „გადასახადების ოპტიმიზაცია საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში (საქართველოს მაგალითზე)”.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: - იური პაპასქუა, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: - ზურაბ ლიპარტია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
როდიონ ქორჩილავა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ადამიანების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
შპს „ციფრული ეკოსისტემა ადამიანებისათვის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
ოფიციალური რეცენზენტები: დავით ჯალაღონია - ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი;
მიხეილ ჩიკვილაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური
დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციის
დაცვა შედგება მისამართზე:
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო
დარბაზი №601.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.