2025 წლის 6 ივნისს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მარინა მწყერაშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „გასტრონომიული ლექსიკა ზემოიმერულში”.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ლევან ფაჩულია - ფილოლოგიის დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ირინე ჩაჩანიძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თამილა ზვიადაძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს მირანდა თოდუას
(ტელ. 558 33 19
91).