სიახლეები

დოქტორანტ მელანია კაციტაძის დისერტაციის დაცვა

2023 წლის 10 ნოემბერს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მელანია კაციტაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: პიროვნული არჩევანი ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონის“  მიხედვით (სადოქტორო პროგრამა:  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: მარინა ტურავა – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ივანე ამირხანაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;

ექსპერტები: ნინო ვახანია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თამარელა წოწორია ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი;

ოფიციალური რეცენზენტები:

ნანა კუცია ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მაია ჯალიაშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა