სიახლეები

დოქტორანტ მიხეილ (მამა მიქაელ) ხუციშვილის დისერტაციის დაცვა

2023 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მიხეილ (მამა მიქაელ) ხუციშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ბიბლიური პარადიგმები ასურელ მამათა ცხოვრებაში“ (სადოქტორო პროგრამა:  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: მირანდა თოდუა – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები: ქეთევან მამასახლისი - ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი და მარინე ტურავა - ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: ქეთევან გვაზავა - ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა