სიახლეები

დოქტორანტ მზია წულუკიძის დისერტაციის დაცვა

2023 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. № 26, IV სართული, ოთახი #418, პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის აუდიტორია) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, მიკრობიოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მზია წულუკიძე დაიცავს დისერტაციას თემაზე:


„აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი მლაშობი ნიადაგების მიკროფლორის ფიზიოლოგიური ჯგუფების რაოდენობრივი შემადგენლობა და ცვლილების დინამიკა“.


სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ზაურ ლომთათიძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.


ექსპერტები: 

ნარგიზა ჭელიძე – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

რუსუდან ურიდია – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.


ოფიციალური რეცენზენტები:

ნანა კოტია – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;

ილია გოროზია – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.


ფოტო გალერეა