სიახლეები

დოქტორანტ ნათია თოლორდავას დისერტაციის დაცვა

2023 წლის 1 დეკემბერს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ნათია თოლორდავა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ირლანდია ქართულ-ირლანდიურ მხატვრულ-პუბლიცისტურ ნარატივში (სადოქტორო პროგრამა:  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები: ნინო წერეთელი - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  

ნანა არახამია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები:

მარინა ტურავა - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და როსტომ ჩხეიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა