სიახლეები

დოქტორანტ ნანა ოლქიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2023 წლის 3 ნოემბერს, 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ნანა ოლქიშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: აღდგომა-ამაღლების ციკლის დღესასწაულთა ახისმეტყველება ნათარგმნ ეგზეგეტიკაში (სადოქტორო პროგრამა:  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: მირანდა თოდუა – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გიორგი ალიბეგაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;

ექსპერტები: სოფიო გვარამაძე – ფილოლოგიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული დოქტორი და ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: ეკატერინე გოგიაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მარინე ტურავა – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა