სიახლეები

დოქტორანტ ნანა ქირიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2022 წლის 14 ივლისს 15:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ნანა ქირია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „პროფეტიზმი და ენიგმა ზვიად გამსახურდიას პარაბოლურ ნარატივში“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მირანდა თოდუა-ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოც. პროფესორი.

ექსპერტები:
გიორგი ხორბალაძე-ფილოლოგიის დოქტორი, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი;

ნინო ვახანია-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ ასოც. პროფესორი

ოფიციალური რეცენზენტები:

ნინო წერეთელი-ფილოლოგიის დოქტორი,თსუ ასოც. პროფესორი;

მარინა ტურავა-ფილოლოგიის დოქტორი, სსუ ასოც. პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

 

ფოტო გალერეა