სიახლეები

ედიშერ ფუტკარაძე ქალაქ სტამბულში თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმზე მოხსენებით გამოვიდა

2025 წლის 28 ნოებერს ქალაქ სტამბულში ჩატარდა თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმი.
კოლოკვიუმის მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელითა და მხარდაჭერით მონაწილეობდა სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე.

ედიშერ ფუტკარაძის მოხსენების თემა იყო:

„სიცოცხლე როგორც მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე და მისი დაცვა ქართული სისხლის სამართლის მიხედვით: სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული საქართველოს სსკ-ის მიხედვით.“

აღსანიშნავია ისიც, რომ თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმი გაიმართა მე-15 დანაშაულისა და დასჯადობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის აკადემიური პროგრამის ფარგლებში


ფოტო გალერეა