სიახლეები

erasmus+ mobility 22-ის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი გაზაფხულის სემესტრისთვის

ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლითი პროგრამის ,,Erasmus+ Mobility 22-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი გაზაფხულის  სემესტრისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის   სტუდენტებისთვის სტიპენდიის  მოსაპოვებლად,  რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)

სტუდენტთა მობილობა - სამივე  საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სსუ-ს  სტუდენტის სასწავლო პროგრამას პორტოს უნივერსიტეტში

Erasmus+ ICM დაფინანსებული მობილობების შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის შეადგენს  800 ევროს.

აგრეთვე

ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში განიხილება 250  ევროს ოდენობის დამატებითი გრანტი მოწყვლადი ჯგუფის (იძულებით გადაადგილებული პირი, ეროვნული, სარწმუნოებრივი, ეთნიკური, პოლიტიკური, სქესობრივი ნიშნით ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი,  თავშესაფრის მაძიებელი (საერთაშორისოდ ან ადგილობრივი კანონმდებლობით აღიარებული სამიზნე ჯგუფი) სტუდენტებისთვის.

ზემოთ ხსენებული ჯგუფის სტუდენტებს  პორტოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს  ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და სამოგზაურო დაზღვევის  დაფინანსებას მობილობის სრული პერიოდში

ონლაინ განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 თებერვალი

სასწავლო კურსების  ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: 

ბაკალავრიატი:

https://www.up.pt/mobile22/about

მაგისტრატურა:

https://www.up.pt/mobile22/courses

დოქტორანტურა:

https://www.up.pt/mobile22/courses

დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

https://www.up.pt/mobile22/about


მიმაგრებულ ფაილში იხილეთ გზამკვლევი აპლიკანტებისთვის!

 სტიპენდია პორტოს უნივერსიტეტი. სტუდენტებისთვის და სტაფის წერვებისთვის აკადემიური გამოცდილების გასაზიარებლად 

აპლიკაციის შევსებაზე ინფორმაცია 


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ  პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ. მაია დარასელიას 

მისამართი: ქ.ანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი 206

ენების ცენტრი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტელეფონი: 995 322 54 14 11

ელ-ფოსტა: m.daraselia@sou.edu.ge


ფოტო გალერეა